პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა

09.06.21 15:20


„ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პარლამენტში შესვლის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი, არასერიოზულია.

 

„აღარც პოლიტიკური ალღო აქვთ, აღარც პოლიტიკური პრაგმატიზმი. პარლამენტში რომ შემოდიხარ და მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, არასერიოზულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები