პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშილი - ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება, მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას

09.06.21 15:40


ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, კრიზისის დროს მას უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყოფილ პრემიერაზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი გახარიას კრიზისის დროს პასუხისმგებლობა უნდა აეღო.

 

„მე ახლა ორიენტირებული ვარ საქმის კეთებაზე. არ მინდა სხვების ნეპოტიზმსა და კორუფუციაზე საუბარი. ამ განცხადებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, საფუძველი არ არსებობს. ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. ნებისმიერი ადამიანის ქმედებას ექნება შესაბამისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშილის მმართველობის დროს იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ დაინიშნა ეკონომიკის, შს მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. შემდეგ იყო პრემიერი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან. ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. მინდა მარტივი შედარება გავაკეთო, ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები. ინფორმაცია გვქონდა, იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის ქმედებას დაერქვა სახელი, კრიზისის დროს მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. ჩვენ საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, მე ვერაფერს დამატებითს ვერ ვიტყვი. მინდა ამ ადამიანს ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები