პოლიტიკა
09.06.21 16:40
ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში - საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად დაგვჭირდება, სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნა.
„საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს - ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ.
უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას. დღევანდელი გათვლებით, სადღაც 3 600 000-მდე დოზა უნდა მიიღოს ქვეყანამ და შემდეგ ეს მოწოდებები უნდა გაგრძელდეს. ეს რომ შესაძლებელია ასე მოხდეს, ამაზე საერთაშორისო ვაქცინმწარმოებლების გეგმები მიუთითებს - არ ყოფილა ისტორიაში, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნილება. ჩვეულებრივ წლიური მოთხოვნილება ვაქცინებზე არის 3-4 მილიარდი დოზის ფარგლებში, წელს მსოფლიოს 11 მილიარდი დოზა სჭირდება, მაგრამ წარმოების მოცულობა გაცილებით მეტზე იგეგმება. დღეს დაახლოებით, 200-მდე ვაქცინაა მსოფლიოში უკვე სხვადასხვა ბაზის კვლევებში და აქედან თუ არ ვცდები, 30-მდე ვაქცინა უკვე კლინიკურ კვლევებშია გადასული, ამიტომ საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24