პოლიტიკა

მაია ბითაძის თავმჯდომარეობით, ჟენევაში ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

09.06.21 17:40


პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თავმჯდომარეობით ჟენევაში ორჰუსის კონვენციის მხარეთა 25-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ჟენევის შეხვედრის ფარგლებში მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ორჰუსის კონვენციის 2022-2025 წლების სამუშაო პროგრამისა და 2022-2030 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტები. ორჰუსის კონვენციის ფარგლებში დაინერგება მექანიზმი, რომელიც გარემოს დამცველთა დასჯისა და დევნის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.

 

დაინიშნება სპეციალური მომხსენებელი, რომლის მანდატიც მოიცავს აღნიშნული პირების დაცვას დიპლომატიური და სხვა დაცვის ღონისძიებების საშუალებით.

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.

 

ორჰუსის კონვენციის უმაღლესი ორგანო, ზედამხედველობას უწევს ორჰუსის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას.

 

მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარის პოზიციას 2015 წლიდან იკავებს, 2017 წელს კი ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები