პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მონაკოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო

10.06.21 10:45


სალომე ზურაბიშვილი მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

 

ღვინის საერთშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მეღვინეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს.

 

აღინიშნა, რომ ქვეყნის უძველესი ტრადიციები და ღვინის კულტურა ეროვნულ იდენტობასთანაა გაიგივებული. უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველო ცნობილია, როგორც ყურძნისა და ღვინის ქვეყანა, ხოლო ტრადიციული ქართული ღვინო რთულად წარმოსადგენია ქვევრის გარეშე. ქვევრში ღვინის დაყენების ისტორია 8000 წელზე მეტს ითვლის და დღემდე გრძელდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები