პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს

10.06.21 11:30


ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. გიტანას ნაუსედა დღეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო პუნქტს ეწვევა, რის შემდეგაც სოფელ პატარა ხურვალეთთან მედიისთვის ბრიფინგს გამართავს და განცხადებას გააკეთებს.

 

პარასკევს კი ის, პირველ ლედისთან ერთად, თავის ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც.

გაკეთდება ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ლიეტუვის პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

 

დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან. ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები