პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატში შეხვედრებს მართავს

10.06.21 12:20


პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატში საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ალენ უპერსა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ფილიპ ტაბაროს შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საპარლამენტო დიპლომატიის როლზე და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

 

„ვისაუბრეთ საფრანგეთში საქართველოს კულტურული ცნობადობის ამაღლებისა და ევროპულ სივრცეში ინტეგრირების მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების საჭიროებაზე“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები