პოლიტიკა

შსს-ს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

10.06.21 12:40


სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.


სახელმძღვანელო სამი ნაწილისაგან შედგება: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ეროვნული კანონმდებლობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლება. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დაინერგება უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს გამომძიებლების საქმიანობას არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ - ფარგლებში შემუშავდა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება.

 

პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები