პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

10.06.21 13:20


პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში დიასპორის ასოციაციებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

„შეხვედრაზე კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერაზე, ადაპტირებული სასკოლო სახელმძღვანელოების საჭიროებასა და ქართული ლიტერატურის ბიბლიოთეკის შექმნის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

შეხვედრას საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები