პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ამნისტიაზე: ადამიანის უფლებაა, გააკეთოს არჩევანი პატიებასა და ამნისტიის არ მიღებას შორის

10.06.21 14:00


ჩვენ არავის არ ვთხოვთ თანხმობას - აქ საუბარია იმაზე, რომ პირს უნდა ჰკითხოს კონკრეტულმა უწყებამ, სურს თუ არა მას პატიების მიღება. ეს არის ადამიანის უფლება, გააკეთოს არჩევანი პატიებასა და ამნისტიის არმიღებას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა..

 

„ოპოზიცია გვთავაზობს აბსურდულ რამეს, რომ ადამიანს არ ვკითხოთ, საერთოდ სურს თუ არა მას ამნისტიის მიღება, წავართვათ მას არჩევანის თავისუფლება და ვაიძულოთ ამნისტიის მიღება. „ნაცმოძრაობის“ წევრთა უმეტესობა კი ამბობს, რომ ამნისტიას არანაირი სახით არ დაუჭერენ მხარს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

9 ივნისს პარლამენტმა პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები