პოლიტიკა

„გახარიამ ჩათვალა, რომ ივანიშვილი გადადგომას არასდროს აპატიებს და პოლიტიკური იმუნიტეტი შეიქმნა“ - ჯაფარიძე

10.06.21 16:20


პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკაში კვლავ გააქტიურებით, ბიძინა ივანიშვილისგან თავდასაცავად იმუნიტეტი შეიქმნა.


მისი თქმით, პოლიტიკაში იმუნიტეტისთვის მოსვლა საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

 

„მაინც ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ გახარიას დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა წასვლა, არ ვიცი დაიღალა მორალურად თუ რატომ, მაგრამ ფაქტია, წასვლა უნდოდა და მოძებნა საბაბი, დროის მომენტი, როცა გაიწია გვერდზე. შემდეგ ჩათვალა, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი არასდროს აპატიებს და პოლიტიკაში გააქტიურებით იმუნიტეტი შეიქმნა. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა საქართველოში და ამ გზას მიმართა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.

 

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ კონკრეტულად უნდა დაასახელოს საკითხები, რისი შეცვლაც ხელისუფლებაში დაბრუნებით სურს.

 

„სხვა მხრივ, რომ ვუსმენ, ვერ ვხვდები, რა უნდა. ის ზოგადი ფრაზები, რომ კორუფცია და ნეპოტიზმია ქვეყანაში, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. კონკრეტულად დაასახელოს თუნდაც სამი რამ, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ გააკეთა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგი ან გუნდს ვერ მართავდა და ახლა დაბრუნება უნდა, რათა ეს სამი რამ შეცვალოს, თქვას კონკრეტულად რისი შეცვლა უნდა, თორემ ის ბლა ბლა ბლა, რაც მისგან მოვისმინეთ, უკვე მოსმენილი გვაქვს ამ 30 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები