პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ეს არის ცალსახა მარცხი, რომელსაც წლიდან წლამდე რუსეთი პატარა საქართველოსგან იღებს

17.06.21 16:00


საკანონმდებლო ორგანოში გაეროს რეზოლუცია შეაფასეს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის დიპლომატიის მორიგი მარცხია საერთაშორისო არენაზე.

 

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რადგან კიდევ ერთხელ რუსეთი პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური არხით არის დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ტრადიციულად, ის ქვეყნები, რომლებიც ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მიდიან, ძალიან გარიყულები არიან ხოლმე საერთაშორისო თანამეგობრობიდან. რუსეთისთვის ეს არის ცალსახა მარცხი. აქ ორი აზრი არ არსებობს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს რეზოლუცია არის რუსეთის დიპლომატიის მარცხი, რომელსაც წლიდან წლამდე, რუსეთი თავისი უზარმაზარი რესურსების მიუხედავად, იღებს პატარა საქართველოსგან“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 75-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები