პოლიტიკა

USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მილიონ დოლარს გამოუყოფს

17.06.21 16:20


„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ“ საგრანტო შეთანხმება USAID-ის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გრანტის მოცულობა შესაძლებელია გაიზარდოს 330,5 მლნ აშშ დოლარამდე. აღნიშნული საკითხი პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

 

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 7,7 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე, გაიზრდება გრანტის თანხის ზრდასთან ერთად.

 

მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ხარჯვა რამდენიმე მიმართულებით მოხდება.

 

„გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, გათვალისწინებულია 14,5 მლნ აშშ დოლარი, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელია გაიზარდოს 79,4 მლნ დოლარამდე.

 

მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 25,9 მლნ დოლარი და მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ კონკურენციას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებს.

 

ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას. ამ მიმართულებაზე გამოყოფილია 26.6 მლნ აშშ დოლარი“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები