პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობდით, რომ სპეცრაზმის გარეთ დაყენება და წყლის ჭავლის არგამოყენება იყო ორი უხეში ხარვეზი, შეცდომა, თუმცა, 17-18 თებერვლის გადმოსახედიდან სხვა ეჭვები გაგვიჩნდა

18.06.21 10:45


„ჩვენ თავის დროზე ვფიქრობდით, რომ სპეცრაზმის გარეთ დაყენება და წყლის ჭავლის არგამოყენება, ეს ორი უხეში ხარვეზი იყო შეცდომა, თუმცა, 17-18 თებერვლის გადმოსახედიდან სხვა ეჭვები გაგვიჩნდა. იგივე ეჭვები გაგვიჩნდა 2019 წლის დეკემბრის ალყასთან მიმართებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“.


მისი თქმით, სწორი იყო დანაშაულებრივი, კრიმინალური შტურმის მოგერიება, რომელსაც აორგანიზებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა.


„რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც სპეცოპერაციის დროს დაფიქსირდა, ამაზე გვქონდა საუბარი, არა ყველა დეტალზე, მაგრამ ჩვენ მინიშნებებით თუ უფრო ფართოდაც ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ იქ იყო გადაცდომები, რაც გვეგონა შეცდომები. სხვა ეჭვები გაგვიჩნდა, როდესაც 17-18 თებერვალს უშუალოდ გავხდით კონკრეტული ფაქტების მომსწრე, რაც ღალატზე პირდაპირ მიანიშნებდა. ეს ფაქტი იმიტომ მოხდა, რომ ის მონაწილეობდა შეთქმულებაში. ამიტომ გადადგა.

მაგალითად, ცესკო-სთან რომ იყო შტურმის მცდელობა, იქაც ნიკანორ მელია რომ ცდილობდა შეჭრას, სად იდგა მაშინ სპეცრაზმი? იმიტომ იდგა ბარიერების უკან, რომ ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო არა გიორგი გახარიას, არამედ – ვახტანგ გომელაურის მიერ, რომელიც ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელმაც იცის თავისი საქმე და არ ღალატობს არავის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები