პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფარგლებში უწყებების მოსმენები გაგრძელდება

18.06.21 11:15


პარლამენტის ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე საოკუპაციო ხაზის, უსაფრთხოების ზომებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს გიორგი საბედაშვილს მოუსმინეს.

 

„მოსმენები ნდობის ჯგუფის ფარგლებში გაგრძლდება. დღევანდელი მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, ასევე ამ უწყებების ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები