პოლიტიკა

გახარია თუ დასაჭერია, მაშინ ქართული ოცნების ლიდერებთან შეთანხმებული სქემების გამო უნდა დაიჭირონ - ჭიჭინაძე

18.06.21 11:45


"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე "ქათული ოცნების" ბორჯომში შეკრებასა და პარტიაში მოსალოდნელ შესაძლო ცვლილებებს ეხმაურება. ჭიჭინაძე ასევე შეეხო გახარიას წინააღმდეგ მმართველი გუნდის მიერ აგორებულ კამპანიას და განაცხადა, რომ თუ ყოფილ პრემიერს უსამართლოდ დაჩაგრავდნენ, მასაც დაუჭერდა მხარს:


"როგორ შეიძლება გავლენა ერთს ჰქონდეს, პრემიერი იყოს და პარტიის თავმჯდომარე მეორე, აბსოლუტურად ცარიელი ადგილი, რომელიც მხოლოდ ძირის თხრით და ამბების მიტან-მოტანით არის დაკავებული?!

 

ამიტომ „ქართული ოცნების“ ბორჯომში შეკრება „რაზბორკა“ უფრო იქნება, ასე მგონია და თან სულ ასე იყო...

 

გახარიას რაც ეხება, თუ დასაჭერია, მაშინ დასაჭერია „ქართული ოცნების“ მოქმედ ლიდერებთან შეთანხმებული იმ სქემების გამო, რომლებსაც ის შს მინისტრობის დროს ახორციელებდა.

 

ასე რომ, უსამართლოდ თუ დაჩაგრავენ, გახარიასაც დავუჭერ მხარს, ოღონდ ეს კაცი დღესაც ამბობს, რომ მელიას დაჭერა სამართალი იყოო.

 

ხოდა, აი ასეთი სამართალი თვითონ უნდა გამოსცადოს თავის თავზე და მერე დააფასებს გვერდში დგომას და ადამიანების მხარდაჭერას" - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები