პოლიტიკა

„ლელომ“ ელიტური კორუფციის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნა დაარეგისტრირა

18.06.21 12:00


„ლელომ“ ელიტური კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნა დაარეგისტრირა.

 

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ლელო“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აგრძელებს. კერძოდ, გასულ ორშაბათს „ლელომ“ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონის პროექტის ინიცირება მოახდინა, დღეს კი ელიტური კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნა დაარეგისტრირა.

 

„ 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა, თითქმის ყველა საერთაშორისო ანტიკორუფციულ რეიტინგში, ხოლო ელიტურ კორუფციას მზარდ გამოწვევად ასახელებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. საგამოძიებო კომისია შეისწავლის „ქართული ოცნების“ პირობებში დაგროვილ სისტემურ კორუფციას, სადაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული ადამიანები და კომპანიები მონაწილეობენ.

 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიზანია შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული სისტემური კორუფცია და ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები. კერძოდ, კომისია გამოიკვლევს პანდემიის დროს განხორციელებულ საგანგებო შესყიდვებს, სადაც იკვეთება შესაძლო კორუფციული ინტერესები. გარდა ამისა, კომისია გამოიკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების ფაქტებს. ამ პროცესში „ლელო“ აქტიურად ითანამშრომლებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფებთან, რომელთა ჩართულობაც მნივნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტის როლის გასაძლიერებლად“,-აღნიშნავენ პარტიაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები