პოლიტიკა

რომის ქართულ სამრევლოს "სან სალვატორე აიმონტის" ეკლესია გადაეცა

18.06.21 12:40


ვატიკანის სახელმწიფოში, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.


აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან კარდინალ ანჯელო დე დონატისთან განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ეკლესიაში ლოცვას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად დაესწრო.

 

საქართველოს პრეზიდენტმა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, მამა იოანეს ქართული სამრევლოსათვის ეკლესიის გადაცემა მიულოცა და უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ძალიან კარგად მესმის ამ ეკლესიის მნიშვნელობა, რამეთუ მე ეს გზა გავლილი მაქვს, პარიზში ქართული ეკლესია მამაჩემის დაარსებული იყო. მინდა ამ ეკლესიის მრევლს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და გთხოვოთ თქვენც, როცა ყველას გადასცემთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს, ჩემგანაც გადასცეთ ეს ძალიან დიდი სიხარული და მილოცვა. კოვიდპანდემიის გამო ძალიან მძიმე წელი გვქონდა და მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი იყოს ბევრად უფრო იოლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ქართული სამრევლოსათვის ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესიის გადაცაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები