პოლიტიკა
18.06.21 13:20
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ალიანსში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სტაბილურობის და უსაფრთხოების მიზნებს არ შეესაბამება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას ნატო-ს სამიტისა და ალიანსის სამომავლო გაფართოების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.
„ეს არ შეესაბამება იმ მაღალ მიზნებს, რომლებსაც ალიანსი აყენებს და რომლის შესახებაც აცხადებენ მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები – სტაბილიზაციის, უფრო მეტი პროგნოზირებადობის, უსაფრთხოებისა და ა.შ. შესახებ. მიდის სულ სხვა მიმართულებით, დიდწილად ეწინააღმდეგება ამ მიზნებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად იცით. შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო რუსეთის ეს მიდგომა. პრაქტიკაში მგონი აშკარაა, რომ ამგვარ განცხადებებს და დიალოგებს უკვე მოჰყოლია საპირისპირო სავალალო შედეგები.
არანაირი მეტი სტაბილურობა, პროგნოზირებადობა ან ინტერესთა ბალანსი ამას არ მოუტანია და არც მოიტანს. ამიტომ ეს არის რეალობას მოწყვეტილი, „ცივი ომის“ დროიდან რეინკარნაციული პოსტულატები“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთისგან საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების ერთგულებას ითხოვს, მაშინ როდესაც თავად დასავლეთის ქმედებები რუსეთი-ნატო-ს დამფუძნებელ აქტს ეწინააღმდეგება.
„რუსეთისგან კვლავ ითხოვენ საერთაშორისო სამართლისა და მისი ვალდებულებებისადმი ერთგულებას. თითქოს, ვიდრე რუსეთი ამას არ შეასრულებს, ალიანსი გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის „შეკავების“ კურსის გატარებას, მათ შორის აღმოსავლეთ ფლანგზე მოწინავე ყოფნით. ჩვენ გვარწმუნებენ, თითქოს ყველაფერი, რასაც ალიანსი აკეთებს, არ ეწინააღმდეგება რუსეთი-ნატო-ს დამფუძნებელ აქტს. ამბობენ, რომ ალიანსი არ ისწრაფვის კონფრონტაციისკენ და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. თითქოს, ალიანსი თავის „ბადეში“ არ ითრევს ახალ-ახალ ქვეყნებს; თითქოს მისი წევრები არ ატარებენ რეგულარულად მრავალათასიან სწავლებებს (თანაც სხვის ტერიტორიებზე); თითქოს არ აახლოვებენ თავის სამხედრო პოტენციალებსა და ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვართან“, – აღნიშნა ზახაროვამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24