საზოგადოება
18.06.21 13:40
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ.
დღეს, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ.
მინისტრის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლების NATO-GEO 2022 საქართველოში ჩატარებას.
განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლება.
სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ წელს პირველად, ნატოს სახმელეთო სარდლობაში პარტნიორი ქვეყნებისათვის გამოყოფილ საშტაბო პოზიციაზე ქართველი ოფიცერი იმსახურებს.
დღესვე, ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი სწავლებები დეტალურად განიხილეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ კრიპველი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24