პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, შესაძლოა, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელოთ

18.06.21 14:20


ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

ის არ გამორიცხავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ ამ საკითხზე იმსჯელოს.

 

დეკანოიძის განცხადებით, ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია და თანხმობას არ განაცხადებს.

 

„პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი არ მოგვეწერა. ადამიანებს სხვადასხვა აზრი ჰქონდათ ჩამოყალიბებული. კერძოდ, ის, რომ შესაძლებელია ჩვენი ხელმოუწერლობის შემთხვევაში, 43 პროცენტის ზღვარი და „ჩამკეტი“ „ქართულმა ოცნებამ“ პირიქით გამოიყენოს, როცა ამ პროცენტს ვერ გადალახავენ.

ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ და არ შევუერთდით ამ შეთანხმებას. რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელოთ. ნიკა მელიას პოზიცია ურყევია, ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები