პოლიტიკა
18.06.21 15:00
სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში, ცხადია, არ იქნება მიწვეული არც ნატო-ს სამიტზე, მას არც არანაირი მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეშინდეს ამ სახელმწიფოში ცხოვრების.
„წინა მოწვევის პარლამენტის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, თუ არა ერათადერთი იყო ის, რომ თქვენ დაგამტკიცეთ ამ პოსტზე. მათ შორის ერთობლივად, ოპოზიციის თანამონაწილეობით და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას კონსენსუსის საფუძველზე. რეალობა არის ის, რომ წლიდან წლამდე, ყოველ წელს ვისმენთ პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენებას და ეს მოხსენება წლიდან წლამდე მძიმდება.
სახელმწიფოში, სადაც ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის ჩვენს უფლებას პირად სივრცეზე ყოველდღიურად და დაუსჯელად არღვევს სახელმწიფო.
სახელმწიფო, რომელიც გვითვალთვალებს, რომელიც გვისმენს, რომელიც გვართმევს სივრცეს პირადი ცხოვრებისთვის, აი, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არის სახიფათო და არის საშიში. სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში ცხადია, არ იქნება მიწვეული არც ნატო-ს სამიტზე, მას არც არანაირი მომავალი არა აქვს ევროკავშირში, რადგან სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი ამ ანგარიშში ძვირფასო კოლეგებო, ეს არის რეპრესიული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც დგას კონტროლირებად სასამართლოზე, კონტროლირებად პროკურატურაზე და რეჟიმი, რომელიც იყენებს ყველა შესაძლებლობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ანგარიშში საუბარია 2020 წელს მომხდარ ფაქტებზე. მათ შორის მაგალითად პირადად ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიულ ნაბიჯებზე.
მე მაინტერესებს, სახალხო დამცველმა როდესაც მიმართა სახელმწიფოს, რომ გამოიძიოს უკანონო მიყურადების, მოსმენის და სავარაუდო თვალთვალის შემთხვევები, თქვენ როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენ რას ფიქრობთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24