მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანია

18.06.21 17:20


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხორვატ კოლეგა გორდან გრლიჩ რადმანთან „ანტალიის დიპლომატიური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მათივე ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პოსტ-კონფლიქტურ ფაზასა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ.

 

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები