საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: სოციალური კოდექსი არის ევროპული სახელმწიფოების მონაპოვარი და ღირებულება

21.06.21 15:40


„სოციალური კოდექსი არის ევროპული სახელმწიფოების მონაპოვარი და ღირებულება. მას ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ ჩაეყარა გერმანიაში საფუძველი. სწორედ გერმანიიდან გავრცელდა ის ევროპის სხვა სახელმწიფოებში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კოდექსზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მასში დასავლელი პარტნიორებიც არიან ჩართულნი.

 

„დღეს ევროპის სახელმწიფოები ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათი მთავრი ღირებულება არის ადამიანი. საქართველოც, როგორც ევროპული ოჯახის წევრი, აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენი მთავრი ღირებულება არის მოქალაქე. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ კომპლექსურად მუშაობა კოდექსის მიმართულებით. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დღეს არამხოლოდ განაცხადი, არამედ - დაწყებული, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ მყარი პარტნიორი გვყავს ევროკავშირის სახით, ასევე, საფრანგეთია ინტენსიურად ჩართული, გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ამ გლობალურ და მნიშვნელოვან რეფორმაზე მუშაობა მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ერთად წარიმართოს. ამ პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, გონივრულ ვადებში, გადაიდგმება ყველა საჭირო ნაბიჯი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები