პოლიტიკა
21.06.21 16:00
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული ტრენინგებისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილმა, ყველაზე მთავარი საკითხები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიგეს.
როგორც მან აღნიშნა, ტრენინგების გავლას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
„საარჩევნო უბნებში ზოგიერთი წევრი მრავალ არჩევნებს ესწრებოდ, ეს არ არის მხოლოდ 2020 წლის არჩევნები. გამომჟღავნდა, რომ მიუხედავად ყველა არჩევნების წინ ტრენინგის გავლისა, ყველაზე მთავარი საკითხებიც კი, რომელიც წევრმა უნდა იცოდეს, მათ ეს საკითხები აქ გაიგეს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, ზოგიერთ სატრენინგო ჯგუფს ჰქონდა ფორმალური ხასიათი ანუ ისინი ტრენინგებს გადიოდნენ და ამდენი ტრენინგის შემდეგ ვერაფერი ვერ გაიგეს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
ზილფიმიანს კომისიის სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.
„ეს საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა. კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია არსებობს, მათ შორის გვხვდება ანგარიშებში.
საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ რამენაირად გამოასწოროს აღნიშნუილი პრობლემა. თუმცა, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.
საარჩევნო კანონმდებლობა თავისი არსით რთული კანონმდებლობაა და ის პროცედურები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებს აქვთ განსახორციელებელი, არ არის მარტივად შესასრულებელი. ჩვენ შეიძლება ეს მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში არიან კომისიის წევრები, მათ ამ ერთი თვის განმავლობაში უტარდებათ ტრენინგები. ეს არ არის საკმარისი ამ რთული პროცედურებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჟვანიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24