ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო

21.06.21 16:40


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველია პანდემიის შემდეგ, სადაც გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის კუთხით ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველი 5 თვის, იანვარი-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100 – 105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტმა 41%-ით დაიბრუნა მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჰქონდა.

ივნისის მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმავე რაოდენობის ავიარეისები სრულდება, რაც საჰაერო მიმოსვლის კუთხით ყველაზე აქტიურ და მზარდ 2019 წელს ხორციელდებოდა (100-105 სიხშირე კვირაში).

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები