პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა

22.06.21 10:00


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში 23 ივნისს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

 

ინფორმაციას ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

 

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები