პოლიტიკა

24-26 ივნისს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან

22.06.21 10:30


24-26 ივნისს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

 

რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირის ჩართულობითაც გამოიხატება, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხში.

 

28 მაისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრთა ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს ეწვევა, რათა რეგიონში ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის მზადყოფნა აჩვენოს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები