პოლიტიკა

პარლამენტი მოქალაქეებზე არ ზრუნავს, თუმცა ზრუნავს მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე - დავით კირკიტაძე

22.06.21 13:00


ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის მხრიდან მივიწყებულ მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დიდი ნაპრალია გაჩენილი.


"მიმდინარე კვირას სრულდება საგაზაფხულო სესია. იმედი გვქონდა, რომ ბოლო კვირაში მაინც ისაუბრებდა პარლამენტი მოქალაქეებზე. თუმცა ამ კვირის საკითხებში შესული 30 პუნქტიდან, არცერთი არ ეხება ჩვენს მოქალაქეებს.

 

ამ საკითხებიდან ვერ იპოვიან მათზე ზრუნვას მაგალითად ქალბატონი, რომელიც მეხუთე შივილს ელოდება. მან დარეკა მერიაში დახმარებისთვის და იქიდან მხოლოდ 5 დღის სამყოფი ბურღულეული შესთავაზეს. ასევე ვერ იპოვიან საკუთარ თავს სტუდენტები, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული.

 

პარლამენტი მოქალაქეებზე არ ზრუნავს, თუმცა ზრუნავს ზულოს მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძეზე, რომლის შვილმა და ბიძაშვილმა 4 მილიონის ტენდერი მოიგო" - აღნიშნა კირკიტაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები