პოლიტიკა

გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში სტივ ნიქსსა და სკოტ მასტიკს შეხვდა

22.06.21 13:20


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე პრეზიდენტს, IRI-ის პროგრამების კურატორს სკოტ მასტიკს და ევრაზიის პროგრამების დირექტორს სტივ ნიქსს შეხვდა.

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გიორგი გახარიამ სტივ ნიქსს და სკოტ მასტიკს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახალშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა.

 

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა IRI-ის თანამშრომლობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი თავისი პროგრამის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები