პოლიტიკა

მაია ბითაძე: ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია

22.06.21 14:40


„როდესაც კახი კალაძეზე საუბრობთ, დიახ, საგმირო საქმეები გააკეთა, ბატონო გიორგი. ასეთი მერი არ ჰყოლია თბილისს, რომელმაც მძიმე ნაბიჯები გადადგა, არაპოპულარული. მერწმუნეთ, ვერ გაბედავდით თქვენ ვერც ტაქსების რეფორმის გაკეთებას და ვერც ბასლაინების დახაზვას თბილისში. ფულს ფლანგავს ის პოლიტიკოსი, რომელიც ტყუილებს ამბობს ამ ტრიბუნიდან,“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.


მაია ბითაძის განმარტებით, სწორედ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია ის, რომ მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტული და სწრაფი გახდა.

 

„კახი კალაძის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად, ადამიანები ე.წ. სამარშრუტო ტაქსებიდან ავტობუსებში გადასხდნენ. სატრანსპორტო რეფორმის შედეგად, 75 მილიონი ლარის სუბსიდირება მოხდა იმისთვის, რომ არც ერთ სტუდენტს, მასწავლებელს, მგზავრობის ტარიფი არ გაზრდოდა. მოგწონდათ ის ქაოსი, რაც აქვე, ავლაბარში ხდებოდა, როდესაც სამარშრუტო ტაქსი და ავტობუსი ერთად მოძრაობდა, ყველაფერი ტრანსპორტის გამონაბოლქვით იყო მოცული. დიახ, კახი კალაძემ საგმირო საქმეები გააკეთა. ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია. მან მძიმე, არაპოპულარული ნაბიჯები გადადგა, სხვა ვერ გაბედავდა ვერც ტაქსების რეფორმის განხორციელებას და ვერც ე.წ. „ბასლეინების“ დახაზვას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები