პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იმუნიტეტის მოხსნაზე უფრო მაღალი კვორუმის დაწესება კიდევ ერთი პირობაა, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით ავიღეთ

22.06.21 15:00


იმუნიტეტის მოხსნაზე უფრო მაღალი კვორუმის დაწესება არის კიდევ ერთი პირობა, რაც ჩვენ შარლ მიშელის შეთანხმებით ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმუნიტეტის მოხსნაზე უფრო მაღალი კვორუმის დაწესება, ემსახურება იმ მიზანს, რომ მომავალში ამ პროცესში ოპოზიციაც იყოს ჩართული.

 

„ეს ინიციატივა რეგისტრირდება და იმ ვადებში, როგორც ეს შეთანხმებაშია მოცემული და ჩვენ ამ ცვლილებასაც მივიღებთ. ეს ემსახურება იმას, რომ მომავალში იმუნიტეტის მოხსნაში ჩართული იყოს ოპოზიციაც. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და პირობა მოლაპარაკებებში, რომელზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და რომელსაც ჩვენ პასუხისმგებლობით ვასრულებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები