ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1446 ლარი გახდა

08.07.21 18:00


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1446 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1370 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0076 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7079 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0128 ლარი შეადგინა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები