ეკონომიკა

საქართველოდან 15 069 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

19.07.21 15:20


მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 15,069 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 13 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით (67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

 

ინფორმაციისთვის, ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,378) და სომხეთში (4,757 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსიში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები