პოლიტიკა

კარენ დონფრიდი: საქართველოში ყველა პარტიას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ 19 აპრილის შეთანხმებას

21.07.21 10:30


ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კანდიდატმა, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 19 აპრილის შეთანხმებას.

 

„დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და საქართველოში ყველა პარტიას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. საარჩევნო და სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის . როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, ეს მანძილი დაფარონ. ამასთანავე, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერესთან“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა სენატის საგერეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები