პოლიტიკა

ვფიქრობ, რომ 48%-ის აღება საკმაოდ რეალურია - ირაკლი კობახიძე

21.07.21 10:45


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერის“ ეთერში გუნდის საარჩევნო მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იმავე შედეგზე უნდა გავიდეს, რა შედეგზეც წინა არჩევნებზე გავიდა.


ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა პარტიაში 48%-ის იმედი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ 48%-ის მიღება საკმაოდ რეალური შედეგია.

 

„მგონია, რომ ჩვენთვის ამოცანა არ უნდა იყოს 43%. ჩვენ ვთქვით დღეს, რომ ჩვენი ამოცანაა იმავე შედეგის გამეორება, რაც გვქონდა, ანუ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღება. ვფიქრობ, რომ 48%-ის აღება საკმაოდ რეალურია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები