პოლიტიკა
21.07.21 14:20
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას შეფასებით, სენატორი ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი, რადგან ოპერატორის გარდაცვალება 5 ივლისს მომხდარ ცემასთან დააკავშირა.
„ამ დროს ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, ექსპერტული დასკვნა, სადაც მათ შორის „ტვ პირველის“ დაქირავებული ექსპერტი ამბობს, რომ ოპერატორის ცემასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ არის. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ საინფორმაციო ვაკუუმშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, ზარქუას თქმით, რეფორმის მიმართულებით გამოწვევები არსებობს.
„ეს არის სასამართლოს მიმართულებით, ამას ჩვენც ვაღიარებთ და ვამბობთ.
ამიტომაც არის, რომ ყველა რეფორმა ამისკენაა აქცენტირებული. არ არსებობს იდეალური დემოკრატია და იდიალური სასამართლო სისტემა. ჩვენ ვნახეთ მათ შორის შეერთებულ შტატებშიც ის გამოწვევები, რაც აქვთ, ისევე როგორც ევროპაში.
იქ შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ეტაპ-ეტაპ რეფორმებს ატარებს, მიდის უკეთესი მომავლისკენ, თუმცა გამოწვევები რჩება და ჩვენ, ყველა უნდა დავეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში.
ვეთანხმებით. ჩვენც ვიცით, რომ არის გამოწვევები, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო მიმართულებით და სწორედ ეს რეფორმები ამ გამოწვევების აღმოფხვრას ეხმიანება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბჯების გამო შეწუხებულია.
ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24