პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს - გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის

21.07.21 15:00


წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს - გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2021 წლის საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ვაშაძის შეფასებით, თუ კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკა ისევ დაიკეტება, გაუგებარია, როგორ უნდა ისულდგმულოს მოსახლეობამ.

 

როგორც ვაშაძე აცხადებს, ბიუჯეტის პროექტს ის ზედაპირულობა ეტყობა, რაც „ქართულ ოცნებას" ახასიათებს.

 

„ვაქცინაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ყოველდღიურად 26 ადამიანი იღუპება, რისი მიზეზიც დაგვიანებული ვაქცინაციაა.

ხელისუფლებამ ვაქცინა დროულად არ ჩამოიტანა, კამპანია გვიან დაიწყო და ვებ-გვერდიც კი ვერ გამართა, რომ ხალხი დარეგისტრირდეს. ხალხზე გადაბრალება, თუ რატომ არ არის მთელი საქართველო ვაქცინირებული, ნონსენსი და აბსურდია. როცა ბიუჯეტი იგეგმება ყველა ტიპის სცენარი გათვლილი უნდა იყოს. წლის დასაწყისში ინფლაციის ის ნეგატიური სცენარი, რაც დღეს არის, გათვლილი არ იყო. ქვეყანაში ყველაფერი 10%-ით გაძვირდა, მაშინ როცა დაგეგმილ ბიუჯეტში 2.5% იყო.

ვიღებთ მეტ ვალს. წელს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ვალი 5 მილიარდით იზრდება. წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს: - გაიზრდება ეკონომიკა, მყისიერად ფასები ყველაფერზე იზრდება და გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართა.

 

ხვალ პროექტი დასამტკიცებლად რიგგარეშე სესიაზე გადის.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები