პოლიტიკა

გია ვოლსკი - ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს

21.07.21 17:20


სენატორ ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებებს.

 

მისი თქმით, 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი ძალადობა ემსახურება იმას, რომ საქართველოს შესახებ არასწორი წარმოდგენა შექმნილიყო.

 

„რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ კონკრეტული ოპერატორის გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე" - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები