პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელია ყოველთვის დამარცხებულია

21.07.21 18:00


მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ნიკა მელიას შანსები შეაფასა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მელია ყოველთვის დამარცხებულია.

 

„მე არ მახსოვს მისი გამარჯვება. ის ყოველთვის დამარცხებულია. დამარცხებულია ასევე მის ქედმაღლურ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. რომ გავიხსენოთ როგორ აგდებულად ესაუბრებოდა საკუთარ სახელმწიფოს - არ დაჭერაზე, შეურაცხყოფაზე და ა.შ. ვერცერთი მისი დაპირება ვერ შესრულდა და ვერც გამოდგა ისეთი პირობა, რომ სიტყვის კაცია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე პარტიასთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებს. „ქართულმა ოცნებამ“ კი თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები