პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: ასეთი მიუღებელი ქმედება ადამიანურად გულდასაწყვეტი და დასანანი ნამდვილად იყო

26.07.21 12:40


გულდასაწყვეტი და დასანანი ეს ნამდვილად იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ გიორგი გახარიას ქმედებაზე საუბრისას განაცხადა.

 

კითხვაზე, გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას ნანობენ თუ არა გუნდში, კობახიძემ განაცხადა, რომ რაც ბოლო პერიოდში გახარიამ გააკეთა, ადამიანურად ეს ყველაფერი საწყენი იყო.

 

„კონკრეტული მიზეზის გამო, მაშინ ეს გადაწყვეტილება რაციონალურად მივიღეთ.

კონკრეტული მიზეზები და საფუძვლები ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სინანულზე ნაკლებად შემიძლია საუბარი. თუმცა, ბოლოს რაც მოხდა, ეს მართლაც გულდასაწყვეტი იყო. პირველ რიგში - ადამიანურად.

 

როდესაც გაქვს ადამიანთან ურთიერთობა თვეებისა და რამდენიმე წლის განმავლობაში და როდესაც ასეთ მიუღებელ ქმედებას ხედავ, ეს პირველ რიგში, იმ ემოციას იწვევს, ამაზე გული გწყდება. ეს არის ალბათ, ის გრძნობა, რაც ჩვენი გუნდის წევრების უმეტესობას აქვს. ანუ, გულდასაწყვეტი და დასანანი ეს ნამდვილად იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მათი მხრიდან გახარიას მიმართ სრული კეთილგანწყობა იყო და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ „ის, როგორც პრემიერი გაემაგრებინათ“. კობახიძის განცხადებით, ასეთ დროს კი გახარიასგან ისეთი ქმედება მიიღეს, რასაც ისინი არ იმსახურებდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები