პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბის, რადგან გიორგი კალანდარიშვილს კვალიფიციურად მიიჩნევს, მაგრამ მხარს მაინც არ უჭერს

26.07.21 13:00


ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი კვალიფიციური და გამოცდილი კანდიდატია, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბის, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატია შერჩეული.

 

„მას წინა კენჭისყრებზე მხარდაჭერა ჰქონდა. სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმების საპირისპიროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუშალა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ვერ აიღო და ამის გამო ჩვენ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გვიწევს. ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. ეს არჩევნები ყველაზე მეტად დამოკიდებულია წესებსა და იმ რეგულაციებზე, რაც საარჩევნო ცვლილებებით მივიღეთ და ნებისმიერი ადამიანის პიროვნული ფაქტორი არ იქნება გადამწყვეტი, რადგან არჩევნებს ცესკო ახალი რეგულაციებით და შეთანხმებული წესებით ჩაატარებს. გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული შერჩეულთა შორის და მას უმრავლესობამ მხარი ამიტომ დაუჭირა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები