პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ გვეყოლება

26.07.21 14:20


თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ გვეყოლება - ჩვენი მხარდაჭერა არც კალაძეს ექნება და არც მელია- ხოშტარიას ტანდემს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიკა მელია შევიდა წაგებულ თამაშში, მით უმეტეს, როცა გვერდით დაიყენა ხოშტარია.

 

„ჩვენი საერთო და ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ გვეყოლება. შესაბამისად, მეც არ ვიქნები მერობის კანდიდატი ჩვენი პარტიიდან. ამის მიზეზი არის ის, რომ არ მინდა უპასუხისმგებლოდ მოვიქცე პირველ რიგში იმ პენსიონერების, ვეტერანების, ფერმერების წინაშე, ვისაც დავპირდი, რომ პარლამენტში რაღაცას გავაკეთებდი მათთვის სასარგებლოდ, დღე და ღამ ან მირეკავენ ან ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან, სად გაჩერდა პენსიების საკითხი, ვეტერანების დახმარების საკითხი და მე ახლა ეს საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე და გადავერთო თბილისის მერობაზე, ეს იქნება უპასუხისმგებლობა. ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია, თბილისში, ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და ჩვენ პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სოლიდურად ვიქნებით თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს მხარდაჭერა და ასევე მელია-ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები