საზოგადოება

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

26.07.21 14:40


ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი სამი გაფრთხილებებით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა.


შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და დამატებითი დრო დასჭირდა, თითქმის 9 წუთი გაგრძელდა.

 

ლაშა პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

 

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელს არტურ მარგელიდონს კი დამატებით დროში, იპონით აჯობა.

 

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოსტია ისტორიაში, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა (2012 წელს ოქრო და 2016 წელს ბრინჯაო). გარდა ამისა, პირველი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ასევე სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. თანაც ეს ყველაფერი სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე. ნუ დავივიწყებთ, რომ ლაშამ თვე-ნახევრის წინ მსოფლიოს ჩემპიონობაც მოახერხა და შანსი აქვს, ორ თვეზე ნაკლებ დროში მას ოლიმპიური ტრიუმფიც დაუმატოს.

 

შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანი (-57) ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები