საზოგადოება

თამარ გაბუნია: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს

26.07.21 16:40


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.

 

მისი თქმით, „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს და ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია.

 

„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 571 4 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები