პოლიტიკა

NGO-ების პოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე

27.07.21 11:15


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რომლის მიხედვითაც არჩევნები არ გაყალბებულა, უნდობლობას უცხადებენ.


"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დაგვიანებული იყო და არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხი უნდა გაცემულიყო მაშინ, როცა ლეგიტიმური კითხვები არსებობდა.

 

ამასთან, ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ კომისიის მთავარი მიზანი საქმის ობიექტური გამოძიება არ ყოფილა.

 

"საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმ თავითვე იყო დაგვიანებული, იმიტომ რომ ის შეკითხვები, რომლებიც არსებობდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პასუხი ამ შეკითხვებზე უნდა გაჩენილიყო მაშინ, როცა არსებობდა ლეგიტიმური კითხვები. ასევე, შეფასებაშიც ცხადია, ვერ დავეთანხმებით, როდესაც კომისიამ მიგვიწვია ჩვენ, მათ პირველივე შეხვედრაზე გვითხრეს, რომ მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ დაემტკიცებინა, რომ 2020 წლის არჩევნები კარგად ჩატარდა და არ ყოფილა პრობლემები, შესაბამისად, როგორც მიზანი იყო მათი, პასუხიც, რა თქმა უნდა, ასეთივე დადეს და მათი მიზანი არ ყოფილა, რომ გამოეძიებინათ და ობიექტური დასკვნები დაეწერათ",- თქვა ნინო დოლიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება გუშინ 26 ივლისს მიიღო.

 

დასკვნაში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და ძირითადი თავისუფლების პრინციპის დასკვნით ჩატარდა. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმებში.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები