საზოგადოება

ყველაფერი გაუარესებულია... იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკზე იყო - გამყრელიძე

27.07.21 13:20


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკზე იყო. გამყრელიძე კიდევ ერთხე მოუწოდებს საზოგადოებას, ჩაიტარონ აცრა, რათა ვითარება დასტაბილურდეს, ამასთან მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნასა და წვეულებების გამართვას:


„მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია მთლიანად მსოფლიოში არაერთგვაროვანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ოდენობა მატულობს, ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც მომატებულია. საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს გვაქვს ახალი 3666 შემთხვევა. სულ ქვეყანაში კი 25 844 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კი 1.4.% -ია. ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია. დადებითობის მაჩვენებელი 6%-ის ფარგლებში მერყეობს. ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მაისში, მესამე ტალღის პიკზე გვქონდა და ვართ 50-60 პროცენტამდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება არის ერთი - დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომია ვაქცინები.

 

თუკი ჩვენ ყველა, შევასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ცავატარებთ დიდ წვეულებას, არ ავღნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ათი ათასი ადამიანი იკრიბება, კუსტ ტბაზე, ზემოთ, ლისის ტბაზე. თუ ამას გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება. იმის ნაცვლად რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ.“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები