საზოგადოება

გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ფინალშია

30.07.21 14:00


+100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა.

 

შეგახსენებთ, ტურნირის მთავარ ფავორიტს, ფრანგ ტედი რინერს მეოთხედფინალში სწორედ ბაშაევმა აჯობა.

 

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს დამაჯერებლად სძლია. მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2-გზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა.

 

ფინალში თუშიშვილი ჩეხეთის წარმომადგენელ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები