პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩემს ძვირფას ძმასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონული საკითხები განვიხილე

02.08.21 15:20


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

„ჩემს ძვირფას ძმასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, სატელეფონო ზარი მქონდა. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონული საკითხები. მადლობა გადავუხადე ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც სურს, რომ ტყის ხანძრები მალე დასრულდეს და გამოხატა თანადგომა მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. აღვნიშნე, რომ თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ამ დღეებში, უფრო მრავალმნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აუცილებელია ერთად მოქმედება - განსაკუთრებით, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, გამოვთქვი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმაგი მექანიზმის ამოქმედების სურვილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა მინისტრებისა და პრემიერების დონეზე“, - აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

 

სატელეფონო საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1-ლ ივნისს შედგა. მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ხანძრებთან საბრძოლველად, საქართველომ თურქეთს დახმარება შესთავაზა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

 

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 8 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები