პოლიტიკა

დესტაბილიზაცია რომ გინდა ქვეყანაში, ასეთი შეთხზული ისტორიებით ცდილობ შექმნა დაუცველობის განცდა - ვოლსკი სუს-ის ჩანაწერებზე

02.08.21 15:40


პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სუს-ის მიერ ფარული მიყურადების ფაქტს გამოეხმაურა და მას "გვარამიას მიერ შეთხზული" უწოდა. ვოლსკის თქმით, გუშინდელი გადაცემა დესტაბილიზაციას ემსახურება


გია ვოლსკი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ პირადი ცხოვრების შესახებ მასალის მომზადებაზე ინფორმაცია ნიკა გვარამიას "შეთხზულია".

 

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა უნდათ და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამას ემსახურება.

 

„რასაკვირველია, დესტაბილიზაცა რომ გინდა ქვეყანა შექმნა, მედიასაშუალებები არ არის საკმარისი და დასმული შეკითხვები, აუცილებელია დაუცველობის და არასტაბილურობის განცდა შეიქმნას მთელ ქვეყანაში. ასე რომ, არც მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი შეთხზული ისტორიებით გამოვიდოდა ამ საქმეში აწაფული და საკმაოდ მაღალ თანამდეობებზე ძველ პერიოდში, დასაქმებული ადამიანი.

 

მეც ვიქნები ნახსენები, თქვენც იქნებით ნახსენები და თვითონ, მისი თავიც იქნება. ვისაც გინდა, ახსენებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, გუშინ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ჩანაწერები, სადაც აღწერილია, როგორ უთვალთვალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.

 

 

 

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები